1.
პროექტის სახელი: იმერეთის კულტურა და ტრადიციები
2.პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები ადგილზე ეცნობიან იმერული ოჯახის ტრადიციებს,წეს–ჩვეულებებს და ადარებენ ადრინდელ ყოფა–ცხოვრებას თანამედროვე იმერულ ოჯახს.
3.
პროექტის სრული აღწერა:კლასი ექსკურსიაზე მიმყავს თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, რომლის შემდეგ (თავიანთი სურვილით) . ბავშვები დეტალურად მოიძიებენ და შეისწავლიან წინა საუკუნეების იმერეთის,ადათ–წესებს,ტრადიციებს,ჩაცმულობას,იმერულ სამზარეულოს და ა.შ.ამის შემდეგ ბავშვები მიმყავს იმერეთის ერთ–ერთ სოფელში,სადაც აკვირდებიან ადგილობრივი ოჯახის ერთი დღის საქმიანობას.ბავშვები პარალელურად უსმევენ კითხვებს იმ ტრადიციების შესახებ რომელიც მათ ვერ ნახეს თუმცა წინასწარ მოძიებულ მასალებში აღნიშნული იყო.არკვევენ რამდენი ხნის წინ იქნა მივიწყებული და რა იყო ამის მიზეზი.განსაკუთრებით რომელ ტრადიციაზე წყდებათ გული და რატომ.
ექსკურსიის შემდეგ ბავშვები ერთმანეთს უზიარებენ იმ ემოციებს რაც თავიანთი თვალით ნახეს,ამბობენ განსაკუთრებით რომელი ტრადიციების მივიწყებაზე წყდებათ გული.
1.მონაწილეთა ასაკი:12–13წელი
2.ვადები/ხანგრძლივობა:6 თვე
3.პროექტის შესაძლო აქტივობები:ექსკურსია ეთნოგრაფიულ მუზეუმში,
4.მოსალოდნელი შედეგები:გაეცნობიან იმერეთის კულტურას და ტრადიციებს
5.სარგებელი სხვებისთვის:თანატოლებს უამბობენ იმერეთის ტრადიციებს
6.სამუშაო ენა:ქართული